top of page

საქართველოში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2.8-ჯერ გაიზარდა


2021 წლის პირველ ნახევარში, კომპანია „ინტერ რაომ“ ელექტროენერგიის ექსპორტი 10,24 მლრდკვტ/სთ-მდე გაზარდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერმეტია, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ პრესრელიზში.


რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მატება ფიქსირდება ფინეთში,სადაც იმპორტი 2,4-ჯერ გაიზარდა, ბალტიის ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი 2,1-ჯერ არისგაზრდილი და საქართველოში, სადაც იმპორტმა 2,8-ჯერ იმატა, - აღნიშნავს კომპანია.


იმპორტის ზრდა, ამ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად საქართველოზე აისახა.


ამის პარარელურად კი, ჩინეთმა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან 7.2%-ით შეამცირა. რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტის აღნიშნული მონაცემები ზამთრისა და ადრეულიგაზაფხულის პერიოდში ფიქსირდება, რის შემდეგაც ბალტიის ქვეყნებმა, 2021 წლის აპრილს,პირველად თქვეს უარი რუსეთისგან ელექტროენერგიის შესყიდვაზე. 2025 წლისთვის კიბალტიისპირეთი მთლიანად ევროპულ ქსელზე გადავა.


ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, ჩინეთი და უკრაინა,რომლებიც უკვე ათწლეულებია რუსული ელექტროენერგიით მარაგდებიან, რუსეთიდანელექტროენერგიის შესყიდვაზე უარს აცხადებენ ან მაქსიმალურად ამცირებენ იმპორტს. ასეთ პირობებში საქართველო, ელექტროენერგიის ექსპორტის მხრივ, რუსეთისთვის კიდევ უფრომიმზიდველი გახდება.


ელექტროენერგიის ისედაც მზარდი იმპორტის ფონზე, აუცილებელია საქართველომ განვითარებულიქვეყნების მაგალითი და გამოცდილება გაიზიაროს და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდისრისკები სათანადოდ შეაფასოს, რადგან რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, პირველ რიგში, ენერგეტიკული ბერკეტებით პოლიტიკურ ზეწოლას გულისხმობს.


აღნიშნულს ადასტურებს 2014 წელს გამოქვეყნებული რუსეთის ენერგეტიკული დოქტრინაც.


6-წლიანი ენერგეტიკული დოქტრინის თანახმად, ევროპაში აქტუალურია რუსეთზეენერგოდამოკიდებულების შემცირება, რადგან ის არასანდო პარტნიორად მიიჩნევა. ამის საპირწონედ, შემცირებული გაყიდვების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს რეგიონისა დაგანვითარებად ბაზრებზე ექსპანსიით, სადაც ეკონომიკა და ენერგომოთხოვნა შესაბამისად მზარდია.


შექმნილ ვითარებაში, რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ან გარკვეული დროით შეაფერხოს პოსტსაბჭოთა სივრცეში იმ ახალი პროექტების განხორციელება, რომლებიც მასზეენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს.


საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დიდი უპირატესობა გააჩნია: საკუთარი განახლებადიჰიდრო, ქარისა და მზის რესურსების პოტენციალის ათვისებით შეავსოს არსებული ენერგოდეფიციტიდა ამით საბოლოოდ გაიმყაროს ენერგოუსაფრთხოება, გახდეს რუსეთისგან მთლიანადენერგოდამოუკიდებელი, შედეგად კი, რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების უმნიშვნელოვანესიბერკეტი გამოაცალოს.


Comments


bottom of page