top of page

ნათლად გამოჩნდა იმ ადამიანების მოტივაცია, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ



ნათლად გამოჩნდა იმ ადამიანების მოტივაცია, რომლებიც ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ, – აცხადებს განალებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ფონდის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ქუთაისში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუ აქამდე იგივე ადამიანები ამბობდნენ, რომ პროტესტის მოტივაცია იყო გარკვეული შეკითხვები და გარკვეული შიშები, დღეს გამოჩნდა რომ ეს ასე არ არის.

„დღეს მთავრობამ ძალიან კონკრეტულად და მიზანმიმართულად ჩაიყვანა და სთხოვა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ვიწრო სპეციალზაციით იქნებოდა ეს გეოლოგი ინჟინერი, ეკონომისტი თუ სეისმოლოგი, ვინც იყვნენ ჩართულები მომზადების პროცესში, გაცემულიყო კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები. ასევე, იურიდიულ ნაწილში, რამდენადაც ვიცი, იყვნენ ჩასულები იურისტები, რათა ხელშეკრულების ნაწილში კონკრეტული პასუხები გაეცათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მიზანი არ აქვს ოპონენტებს. მიზანი არის შემოიტანონ დესტრუქცია სფეროში, მოწყობილიყო შოუ რომ მინისტრებთან თანდასწრებით ტელევიზიის წინ ისევ გაემყარებინათ მითები და საფუძველსმოკლებული შიშები, რომელიც აქამდე გვესმოდა. ეს ძალიან სამწუხაროა. ნაბიჯი გადაიდგა, ასევე, გარკვეულ დათმობებზე წავიდა მთავრობა და შეიქმნება ფონდი. დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელთანაც კომუნიკაცია უფრო გამარტივდება შეიქმნება საზედამხევდელო საბჭო, რომელიც გააგრძელებს ზედამხედველობას გაუწევს ყველა იმ კვლევას და საინჟინრო ნამუშევრებს და სანამ არ შეიქმნება ის კომფორტი, რომ ყველაზე კითხვაზე პასუხია გაცემული, მანამდე ძირითადი კაშხლის სამშენებლო სამუშაოები არ განახლდება. ანუ, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს რომ კონსტრუქციული გახდეს საუბარი, არ ვიცი”, – თქვა აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი, დარგობრივ სპეციალისტებთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს მთავრობის, ექსპერტების, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. „რიონის ხეობის დამცველების“ წარმომადგენლების მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს.

Comments


bottom of page