განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) უახლესი ანგარიშის მიხედვით, Covid-19-ის პანდემიის ხანგრძლივი ზემოქმედებისა და მზარდი ენერგიტიკული კრიზისის მიუხედავად, 2021 წელს მსოფლიოში განახლებადი ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 700,000-ით გაიზარდა და 12,7 მილიონს მიაღწია.
მზის ენერგია ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია - 2021 წელს მზის ენერგეტიკაში დასაქმებულთა რიცხვმა გლობალურად 4,3 მილიონს მიაღწია, რაც მსოფლიოში განახლებადი ენერგიის მიმართულებით დასაქმებულთა მესამედია.
განახლებადი ენერგიის სექტორში შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების თითქმის ორი მესამედი აზიაზე მოდის. აღნიშნული მიმართულებით 42%-ით ლიდერობს ჩინეთი, რომელსაც მოსდევს ევროკავშირი - 10%-ით, ბრაზიალია - 10%-ით, აშშ - 7%-ით და ინდოეთი - 7%-ით.
იხილეთ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ანგარიშის ბმული: https://bit.ly/3CssqMA
Comments