top of page

BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა


„ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პანელური დისკუსია „მწვანე ტექნოლოგიების“/GreenTech-ის მიმართულებით ჩატარდა.

კონფერენციაზე, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩატარდა, განხორციელდა BTU-ს კვლევის წარდგენა. პანელური შეხვედრის მიმდინარეობისას, დამსწრე საზოგადოებამ მიმოიხილა როგორც აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები და პოტენციალი, ასევე - საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები.


დისკუსიას ესწრებოდნენ პანელისტები - საქართველოს წამყვანი სპეციალისტები მწვანე ტექნოლოგიების დარგში:

  • მაია მელიქიძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი | კვლევა: „მწვანე ენერგიის (მზის ენერგიის) შესაძლებლობები - ბიზნეს მოდელი“;

  • თორნიუკე ყაზარაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი;

  • გიორგი აბრამიშვილი - განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე;

  • ირაკლი სამსახრაძე - GIZ რეგიონული ექსპერტი.

„ზოგადად მსგავსი შეხვედრები ფართო საზოგადოების ჭრილში აუცილებელი და ფრიად საჭიროც არის, რადგან კარგად უნდა გვესმოდეს თითეული მიმართულების, ამ შემთხვევაში ენერგეტიკის დარგის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობასა და მომავალი პერსპექტივებისთვის. უნდა ვეცადოთ ყველამ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და გათვითცნობიერებულად ერთად გადავწყვიტოთ რა არის ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და რისი გაკეთება დაგვაზიანებს.

ენერგეტიკა ის მიმართულებაა, რომლის განვითარებაც და ხელშეწყობაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა დარგები უფრო მეტად განვავითაროთ, შესაბამისად დღევანდელი კონფერენცია არის ერთი მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი მწვანე ტექნოლოგიების ათვისების ხელშეწყობისთვის“ - აცხადებს თორნიკე ყაზარაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის დიალოგებს გამართვა და ერთობლივი მუსაობა ცნობიერების ამაღლებაზე - ყველა ჩართულმა მხარემ უნდა გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, თუმცა, სწორედ ამ მიმართულებით, რაც ეხება განახლებად ენერგიებს, საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი და ვთვლი, მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია ამ პოტენციალის ათვისება. ამ ყველაფერს წინ უნდა უძღვოდეს მსგავსი თანმიმდევრული კომუნიკაცია და შეხვედრები ცნობიერების ასამაღლებლად, რომელშიც უნდა ჩაერთოს როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო სექტორიც. ჩვენ, კერძო სექტორი მზად ვართ, დავხარჯოთ დრო და ენერგია მწვანე ტექნოლოგიებზე და დიდი მადლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს დიალოგის შესაძლებლობისთვის“ - ამბობს გიორგი აბრამიშვილი - განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე.


„მნიშვნელოვანია, ქვეყანამ თვალი მიადევნოს ევროკავშირის მიერ დადგენილ რეგულაციებს და ამ მხრივ, განახორციელოს ენერგეტიკის სამართლის ევროპეიზაცია, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ევროპის ენერგეტიკული წესებისა და პრინციპების დანერგვას მიმდინარე საქმიანობაში. ენერგეტიკული გაერთიანების ჩარჩო და თანამეგობრობა საშუალებას მოგვცემს, მივყვეთ ევროკავშირის სამართლის განვიტარების რიტმს და ცვლილებები კანონმდებლობაში ავსახოთ თანმიმდევრულად. ამისათვის კი, ისევ და ისევ, აუცილებელია დარგის სპეციალისტების ჩართულობა, მათთან დიალოგის რეჟიმი და ცნობიერების ამაღლება - თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს მწვანე ტექნოლოგიების მნიშვნელობა“ - საუბრობს ირაკლი სამხარაძე - GIZ რეგიონული ექპერტი.

კონფერენცია“ინიციატივა 5.0“ მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტმა ინიციარება გაუკეთა პროექტს „ინიციატივა 5.0“ რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: ფემტექი, მედიატექი, სამართლის ტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები განათლების ტექნოლოგიები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მეწარმეობა, კულტურის ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები და სხვ.

Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში.

პანელური დისკუსიების სერია ,,ინიციატივა 5.0“ 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება.


Comments


bottom of page